пятница, 23 марта 2018 г.

22 მარტი – წყლის საერთაშორისო დღე


წყლის რესურსების დაცვის დღესთან დაკავშირებით ,,თავისუფალი აზროვნების“ კლუბის წევრები (ხელმძღვანელი ქ.ქიქოძე) ვეწვიეთ გარემოს დაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრს.
ცენტრის წარმომადგენელი გვესაუბრა წყლის რესურსების მნიშვნელობაზე, მის წინაშე მდგარი საფრთხეებისა და გადაჭრის გზებზე. ასევე გავეცანით ვირტუალურ წყალს და მის მნიშვნელობას, ვიმსჯელეთ საქართველოს წყლის რესურსების წინაშე მდგარი საფრთხეების და მათი გადაჭრის გზების შესახებ.
ლექციის დასასრულს ცენტრის ხელმძღვანელმა სპეციალური კითხვარები გადმოგვცა, რომლის საშუალებითაც ჩვენ საკუთარი ეკონაკვალევის გამოთვლა შეგვეძლება.